Reuters: მერცმა ისრაელს ირანის წინააღმდეგ კამპანიაში ზომიერებისკენ მოუწოდა

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც მერცმა ისრაელს მოუწოდა ზომიერებისკენ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი გერმანიის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს განცხადებით, ოთხშაბათ საღამოს გამართული საუბრისას მერცმა გამოხატა გერმანიის პრინციპული მხარდაჭერა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე ისრაელის სამხედრო თავდასხმების მიმართ, თუმცა ხაზი გაუსვა კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების მნიშვნელობას.