ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ევროკავშირის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ კალასი ასევე ესაუბრა თურქეთის, კატარისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრებს. საუბრის მთავარი თემები იყო ომი ახლო აღმოსავლეთში, თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნის აუცილებლობა.
„ეს კონტაქტები ევროკავშირის იმ მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია, რომელიც დიპლომატიური გზების ძიებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ „კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ახალი მუქარები ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს“.
მანამდე კალასი არაღჩის ოთხშაბათს ესაუბრა. მაშინ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნავიგაცია ევროპისთვის პრიორიტეტული საკითხია.