Reuters: ჯეი დი ვენსი უახლოეს დღეებში უნგრეთში ვიზიტს გეგმავს, რათა მხარდაჭერა გამოუცხადოს ვიქტორ ორბანს

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უახლოეს დღეებში უნგრეთში ვიზიტს გეგმავს, რათა მხარდაჭერა გამოუცხადოს ვიქტორ ორბანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს ვიზიტი განხორციელდება მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ეწვია ბუდაპეშტს ორბანის საჯარო მხარდასაჭერად.

წყაროები აცხადებენ, რომ ვენსის ვიზიტის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია და მისი გეგმები შესაძლოა შეიცვალოს, რადგან მაღალჩინოსნებმა, შესაძლოა, ვაშინგტონში დარჩენა ამჯობინონ იმ ფონზე, როდესაც ომი ირანის წინააღმდეგ მძვინვარებს.