“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
ავიაკომპანია Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას მაშველებმა 30-35 ადამიანის ცხედრებს მიაკვლიეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სააგენტოს ცნობით, უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავიაკატასტროფას „უამრავი მსხვერპლი“ მოჰყვა.
მომხდარს გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდიც. „აჰმადაბადში მომხდარმა ტრაგედიამ ყველა გაგვაოგნა და დაგვამწუხრა. ეს გულსატკენი რამაა, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ. მწუხარების ამ ჟამს ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვისაც ეს შეეხო. მე უკვე ვესაუბრე მინისტრებსა და ხელისუფლებას, რომლებიც დაშავებულების დასახმარებლად მუშაობენ“, - დაწერა ინდოეთის პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ აჰმადაბადთან ჩამოვარდა. ის აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა. თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზი უცნობია.
ნუცა ბუზალაძემ ნიშნობა აღნიშნა - კადრები
1749807853