„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი 20 ივნისს ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება. გარდა კალასისა მასში მონაწილეობას გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.
როგორც Reuters-ს წყარო უყვება, მინისტრები თავდაპირველად კალასს ჟენევაში მდებარე გერმანიის საკონსულოში შეხვდებიან, ხოლო შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრაზე გადაინაცვლებენ.
აშშ-თან კოორდინაციით დაგეგმილი მოლაპარაკებების მიზანია, ირანის მხარის დარწმუნება, რომ მან მყარი გარანტიები გასცეს იმის შესახებ, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნით განავითარებს.
მოლაპარაკებების შემდეგ ექსპერტების დონეზე სტრუქტურირებული დიალოგი გაიმართება.