რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და კირ სტარმერმა თურქეთში შეხვედრა გამართეს

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა თურქეთში გაიმართა. საუბარი შეეხო თურქეთისთვის 40 Typhoon-ის მიყიდვას.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, თურქეთი თავდაპირველად 12 Typhoon-ს მიიღებს, რომელიც კატარისა და ომანის მიერ იქნა გამოყენებული, ხოლო მომდევნო წლებში ახალ 28 Typhoon-ს. ეს კირ სტარმერის პირველი ოფიციალური ვიზიტია თურქეთში.

როგორც „როიტერი“ წერს, ვიზიტის მიზანია ნატო-ს მოკავშირეების მიერ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ხოლო თურქეთი ცდილობს, გამოიყენოს ეს თანამედროვე გამანადგურებლები თავისი საჰაერო ძალების გასაძლიერებლად.