რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლო აღმოსავლეთში ომი ევროპას ასუსტებს

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომი ევროპას ასუსტებს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა შტაინმაიერს უთხრა, რომ თურქეთი რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს და თუ ამ მხრივ ყველამ არ იმუშავა, ეკონომიკაზე კონფლიქტის უარყოფითი გავლენა მომავალში გაცილებით დიდი იქნება.