გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მან რუსული უპილოტო საფრენი აპარატების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა ოფიციალურად დაგმო.
რადოსლავ სიკორსკიმ ვიქტორ ორბანს სოციალური ქსელით მიმართა და ურჩია, არაგულწრფელი სოლიდარობის ნაცვლად, რუსეთის ხელშეწყობას წერტილი დაუსვას.
„არა, ვიქტორ. ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ რუსული აგრესია უნდა დაგმო. გთხოვთ, განბლოკოთ ევროკავშირის თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხები, აგრესორის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დაამტკიცოთ და მოხსნათ ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას მიუღებელი უწოდა.