რა არის „ჰეზბოლა“ - ლიბანის შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს „ჰამასს“ ისრაელთან ომში

ჰეზბოლა

რა არის ჰეზბოლა?

ჰეზბოლა სიტყვა სიტყვით „ღვთის პარტიას“ ნიშნავს. ეს არის ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც 1982 წელს შეიქმნა.

2021 წელს მათმა ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ 100 000 მებრძოლი ჰყავს.

შეერთებული შტატების შეფასებით, ბოლო წლებში, ირანი ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარს გამოყოფს „ჰეზბოლასთვის“.

„ჰეზბოლამ“ თავის 1985 წლის მანიფესტში ჩამოაყალიბა მიზნები, როგორიცაა „ამერიკელების, ფრანგებისა და მათი მოკავშირეების გაძევება ლიბანიდან და ჩვენს მიწაზე კოლონიური ერთეულების აღმოფხვრა“, ქრისტიანი ფალანგისტების „კანონიერი ძალაუფლებისადმი“ დამორჩილება და მართლმსაჯულების აღსრულება მათზე "იმ დანაშაულებებისთვის, რაც მათ მუსლიმებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ ჩაიდინეს“.

„ჰეზბოლას“ სტატუსი, როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის, ტერორისტული დაჯგუფების, წინააღმდეგობის მოძრაობის ან მათი კომბინაცია, დღემდე სადავოდ რჩება საერთაშორისო საზოგადოებაში. აშშ, საფრანგეთი, ავსტრალია, კანადა, ისრაელი, ნიდერლანდები „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის კვალიფიკაციას ანიჭებენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

i24 News: ისრაელის სამხრეთით აღმოაჩინეს 40 ბავშვის ცხედარი - ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს აჭარბებს

VIDEO: თეთრი სახლის სპიკერმა ისრაელზე საშინელი თავდასხმის შესახებ საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა