საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
აშშ-ის კალიფორნიის შტატში, სავარაუდო ქურდობის მცდელობა მამაკაცისთვის საკმაოდ უცნაურად დასრულდა - ის კინოთეატრის სახურავიდან ჩავარდა და კედლის ვიწრო სივრცეში გაიჭედა, სადაც დაახლოებით 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი კინოთეატრ Maya Cinemas-ის სახურავზე იმყოფებოდა, საიდანაც დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლიდან ჩამოცურდა და კედლის ღრუში აღმოჩნდა. რატომ იმყოფებოდა ის სახურავზე, თავდაპირველად უცნობი იყო.
მამაკაცის თქმით, ის წინა საღამოს, დაახლოებით 21:00 საათიდან იყო ჩარჩენილი. დახმარების აღმოჩენა მხოლოდ მეორე დილით მოხერხდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ახლომდებარე კაფეში ყავის დასალევად გაჩერდნენ და უცნაური, ჩახშობილი ხმები გაიგონეს.
თავდაპირველად სამართალდამცავებმა ვერ დაადგინეს, საიდან მოდიოდა ხმა, თუმცა ტერიტორიის შემოწმებისას გაირკვა, რომ დახმარებას კედლის შიგნიდან ითხოვდა მამაკაცი. ის ორ მეტალის კონსტრუქციას შორის იყო გაჭედილი და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
მის გამოსაყვანად ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ. სამაშველო ოპერაციამ დაახლოებით ორნახევარი საათი გასტანა და სპეციალისტებს კედლის ნაწილის გაჭრა დასჭირდათ. საბოლოოდ მამაკაცი გაათავისუფლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანება ჰქონდა.