ქალმა გათხოვებიდან ორი კვირაში ქმრის მოსაშორებლად მკვლელები დაიქირავა - ყველა მათგანი დაკავებულია (უცხოეთი)

წყვილი

ინდოელმა ქალმა ქმრის მოსაკლავად მათი ქორწილიდან ორი კვირის თავზე მკვლელი დაიქირავა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

22 წლის გოგონა 5 მარტს გათხოვდა 25 წლის დილიპზე. ქორწინება არ იყო დაფუძნებული სიყვარულზე; გოგონა მშობლებმა აიძულეს, რომ მამაკაცზე გათხობულიყო.

როგორც გაირკვა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრაგატს ურთიერთობა ჰქონდა სხვა ადამიანთან, მაგრამ მშობლებს არ მოსწონდათ ქალიშვილის არჩევანი.

პრაგატის ქორწილიდან შეყვარებულები მალევე მიხვდნენ, რომ შეხვედრა შეუძლებელი იყო, მაგრამ კავშირი მაინც არ გაუწყვეტიათ.

პრაგატიმ და თავის შეყვარებულმა გადაწყვიტეს მამაკაცი თავიდან მოეშორებინათ, რათა ისევ ერთად ყოფილიყვნენ. მათ დაიქირავეს ქილერი და ორასი ათასი რუპია (დაახლოებით 6500 ლარი ) გადაუხადეს.

მკვლელებმა მამაკაცი გაიტაცეს, ჯერ სცემეს და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს და ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ მამაკაცი იმავე დღეს იპოვა. ტყვიით მიღებული ჭრილობების მიუხედავად, ცოცხალი იყო. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე ჭრილობების შედეგად,  21 მარტს გარდაიცვალა. 

მთელი რიგი დაკითხვების და კვლევის შემდეგ, სამართალდამცველებმა სიმართლე გამოააშკარავეს. პოლიციამ ქმრის მკვლელობის დამკვეთი ქალი და შემსრულებლები დააკავა.