პუტინმა არ უპასუხა კითხვას, დასთანხმდებოდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტას

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ უპასუხა კითხვას, დათანხმდებოდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტას, როდესაც ჟურნალისტებმა მას და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აეროპორტში კითხვები დაუსვეს.

როდესაც ჰკითხეს, "შეწყვეტდა თუ არა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“, პუტინმა, როგორც ჩანს, ჟესტით ანიშნა, რომ კითხვა არ გაუგია. იუწყება CNN-ი.