სიმპტომები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი იწვევს
1787594118
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე „გარე მართვის“ დაწესების უფლებამოსილებას იძლევა, თუ მათი მფლობელები უსაფრთხოების მოთხოვნებს არ ასრულებენ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დოკუმენტი ძალაში ნორმატიული აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან შევიდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი ზომების მიღება შესაძლებელია, თუ დრონების თავდასხმის საფრთხის აღსაკვეთად მიმართული ზომები არაეფექტური აღმოჩნდება. დროებითი მართვა ასევე შეიძლება დაწესდეს, თუ დაზიანებული ობიექტი არ აღადგინეს ან მისი აღდგენა დაგვიანდა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებად დოკუმენტი მიიჩნევს საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის, სამრეწველო, კომუნალურ, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ობიექტებს, კავშირგაბმულობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისების ობიექტებს, ასევე სხვა ობიექტებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ რუსეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის. დროებით მმართველად, როგორც წესი, სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალური სააგენტო დაინიშნება. მას შეეძლება საწარმოს მოძრავი და უძრავი ქონების, ფასიანი ქაღალდებისა და საწესდებო კაპიტალში წილების განკარგვა, ასევე მესაკუთრის სხვა უფლებების განხორციელება.
მართვის ვადა დადგენილი არ არის. მისი შეწყვეტა ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.
მედიის ცნობით, განკარგულების მიღების საფუძვლად დოკუმენტში უკრაინაში ომის დროს „უსაფრთხოების კუთხით საფრთხეების ზრდაა“ დასახელებული.
ცნობისთვის, 2026 წელს გახშირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სამრეწველო და ლოგისტიკურ ობიექტებზე დრონებით განხორციელებული დარტყმები. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობბაზებზე თავდასხმებმა რუსეთში საწვავის კრიზისი გამოიწვია.
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
1787592706