როგორ იმოქმედებს ახალი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებზე
1750445936
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის მოთხოვნას ირანში, „ბუშერის“ ატომურ ელექტროსადგურზე რუსი თანამშრომლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით და ვითხოვთ ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მინდა ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი [ბენიამინ] ნეთანიაჰუ ამას დათანხმდა. პრეზიდენტმა ტრამპმა კი ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს მხარდაჭერა აღუთქვა“, - განაცხადა პუტინმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე „ბუშერის“ ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე საუბრისას.