„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
სასექსის ჰერცოგმა პრინცესა დიანას პატივსაცემად გახსნილი საქველმოქმედო ფონდი Sentebale დატოვა, რომელიც შიდსით დაავადებულ აფრიკელებს ეხმარება. ფონდი, რომლის მიზანი ასევე სიღარიბესთან ბრძოლაა, პრინცმა ჰარიმ 2006 წელს დააარსა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პრინც ჰარისთან ერთად საქველმოქმედო ფონდი მისმა თანადამფუძნებელმა ლესოთოს პრინცმა ლეროტოლი დავით სიისომ დატოვა. მიზეზი საქველმოქმედო ფონდის დირექტორთან სოფი ჩანდაუკთან უთანხმოება გახდა.
პრინცი ჰარის ფონდიდან წასვლამდე, Sentebale-ი სამეურვეო საბჭოს წევრებმა დატოვეს, რომლებიც სოფი ჩანდაუკის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდნენ. ჩანდაუკს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუმცა მან მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოიგო. პრინცმა ჰარიმ და პრინცმა სიისომ სამეურვეო საბჭოს წევრების მხარე დაიჭირეს და მათთან ერთად ფონდი დატოვეს.