რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტობუსს ცემენტმზიდი დაეჯახა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1754480378
პოლონეთის ახალი პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
მოვალეობის შესრულებამდე პოლონეთის სეიმის შენობაში ნავროცკის ინაუგურაცია გაიმართა. ნავროცკიმ სეიმის წევრებისა და დამსწრე სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდა და საპრეზიდენტო ფიცი დადო.
ინაუგურაციის ცერემონიას პოლონეთის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა - ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ კი - 49,1%.