პოლიციამ საფრანგეთში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ოფისებში რეიდი ჩაატარა

პოლიცია

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ მთავარ ოფისსა და პარტიის ლიდერების ოფისებში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა ავრცელებს.

ბარდელა წერს, რომ მათ ოფისებში ოცამდე შეიარაღებული ოფიცერი შევიდა. ამოიღეს დოკუმენტები, საბუღალტრო ჩანაწერები და ელექტრონული ფოსტის ინფორმაცია.

ფრანგი ევროპარლამენტარის თქმით, ეს უპრეცედენტო ოპერაცია დაშინების კამპანიის ახალი ნაწილია და წარმოადგენს დემოკრატიაზე თავდასხმას.

გამომძიებლები კი აცხადებენ, რომ გასულ წელს აღძრული საქმე პარტიის დაფინანსების კანონიერებას ეხება.