„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ახალი წევრი ქვეყნები ევროკავშირს, შესაძლოა, ხმის მიცემის სრული უფლების გარეშე შეუერთდნენ. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ სამ ევროპელ დიპლომატსა და ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირის წევრობის წესების შეცვლის ინიციატივა ჯერ განხილვის ადრეულ ეტაპზეა და უნდა დამტკიცდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ინიციატივის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ახალი წევრი მიიღებს სრულ უფლებებს, როდესაც ევროკავშირი გადახედავს თავისი ფუნქციონირების წესებს, რათა ცალკეული ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენება უფრო რთული გახადოს.
მედიის ცნობით, აღნიშნული წინადადებით ევროკავშირის გაფართოების მომხრე ქვეყნები, როგორებიცაა ავსტრია და შვედეთი, ცდილობენ, ახალი სიცოცხლე შესძინონ გაფართოების პროცესს, რომელიც ამჟამად დაბლოკილია უნგრეთისა და რამდენიმე ქვეყნის მიერ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს ინიციატივა მისცემდა ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე მყოფ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და მონტენეგრო, ისარგებლონ წევრობის ბენეფიტებით, თუმცა ვეტოს უფლების გარეშე, წევრობის საწყის ეტაპზე.
მედიასაშუალების ცნობით, იდეა ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროკომისიას შორის ამჟამად არაფორმალურად განიხილება.