„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ევროპის ცენტრისტული პოლიტიკური ძალები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ევროპის სახალხო პარტია მკვეთრად მემარჯვენე იდეების გამო მათ ტოვებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მემარჯვენე ცენტრისტული ჯგუფი, ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური ოჯახი და ცენტრისტული კოალიციის წევრი, რომელიც ბლოკის შექმნის დღიდან ევროკავშირის პოლიტიკაში დომინირებდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს.
Politico-ს მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირის გრანტებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოსახდენად იყენებს.
როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ევროპის სახალხო პარტია, რომელმაც ამრიგად მიზანში სამოქალაქო ორგანიზაციები ამოიღო, მემარჯვენე მარგინალების საქმეს აკეთებს.
თავად ევროპის სახალხო პარტია პრეტენზიებს უარყოფს. პოლიტიკურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ისინი უბრალოდ მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ, რათა გაიგონ, თუ როგორ იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულს.
ისინი ევროკომისიას ბრალს სდებენ იმაში, რომ ის არასამთავრობო სექტორს ლობისტური კამპანიისთვის ფულს უხდის, რათა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა მიიღოს.
ევროპის სახალხო პარტიის იდეას არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ არ ეთანხმებიან სხვა ევროპული პოლიტიკური პარტიები. Politico-ს ინფორმაციით, ისეთი პარტიები, როგორებიცაა ევროპარლამენტის ლიბერალური ჯგუფი Renew Europe და მემარცხენე ცენტრისტული სოციალისტები და დემოკრატები ფიქრობენ, რომ ევროპის სახალხო პარტიის კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის შეზღუდვის მცდელობაა.