გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს - პროგნოზი ყველა ნიშნისთვის
1716240553
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, პენტაგონის ყოფილ თანამშრომელს ჯარე სებასტიან დალკეს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამავე ცნობით, მან საიდუმლო დოკუმენტები „რუს აგენტს“ გადასცა.
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, დალკემ 2023 წელს აღიარა დანაშაული. ის ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას უცხოელი აგენტისთვის.
„ეს სასჯელი მეტყველებს იმაზე, რომ ვინც ჩვენი ქვეყნის ღალატს შეეცდება, პასუხისგებაში მისცემენ “, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
2022 წლის 6 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე დალკე იყო ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) თანამშრომელი. დალკემ აღიარა, რომ 2022 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე პერიოდში მან გამოიყენა დაშიფრული ელფოსტის ანგარიში სამი საიდუმლო დოკუმენტის ამონარიდების გადასაცემად იმ პირისთვის, რომელიც რუსეთის აგენტი იყო.