1764348490
პენსიის მიღების მიზნით, კაცმა გარდაცვლილი დედის კოსტუმი მოირგო - გამოძიების დროს პოლიციამ სახლში ცხედარი იპოვა
იტალიელმა მამაკაცმა პენსიის მიღების მიზნით გარდაცვლილი დედის კოსტუმი მორიგო.
56 წლის კაცმა დედის ტანსაცმელი ჩაიცვა, წაისვა პომადა და მოკლე ყავისფერი პარიკი გაიკეთა. მას დედის გარდაცვალების შესახებ სპეციალურ უწყებაში არ განუცხადებია.
რეესტრში მისული გადაცმული მამაკაცი თანამშრომლებს ეუცნაურათ და პოლიციას აცნობეს, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება.
„ის ძალიან ჰგავდა პირადობის მოწმობაში ფოტოზე გამოსახულ ქალს. თუმცა, იყო რაღაც, რამაც თანამშრომელი ვერ დაარწმუნა, მაგალითად, კისერზე თმა, მძიმე მაკიაჟი“, - თქვა პოლიციელმა.

პოლიციის თანამშრომელმა კაცი რეესტრის ოფისში დაიბარა, სადაც მერი და პოლიციელები მას დაუპირისპირდნენ. მამაკაცმა შენიღბვა აღიარა.
იტალიური გამოცემის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ მიემართება შენიღბული მამაკაცი რეესტრისკენ. იგი ხელჯოხით ხელში დადიოდა.
პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა, რის შემდეგაც ოთახში გარდაცვლილი ქალის „მუმიფიცირებული ცხედარი“ იპოვეს. ქალი 3 წლის წინ იყო გარდაცვლილი.
სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ თაღლითობისა და გვამის დამალვის ბრალდებით.












