„მომხმარებელთა საყურადღებოდ!“ - „მაგთი“ განცხადებას ავრცელებს
1775734164
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში X წერს, რომ ევროკავშირის „დიფ სთეითი“ მის პლატფორმას პრობლემად მიიჩნევს.
დუროვის თქმით, ევროკავშირის დიფ სთეითი მას სახელმწიფო მედიისა და სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მიუთითებს, რომ „ტელეგრამის“ დახურული ჯგუფები პრობლემას ქმნიან, ვინაიდან იქ მომხმარებლებს სხვა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის განხილვა შეუძლიათ. დუროვი წრს, რომ ეს არის ე.წ. ჩატ კონტროლი და ხალხის თვალთვალი, რომელსაც ციფრული სერვისების აქტით ამართლებენ.
„ევროკავშირის „დიფ სთეითი“ სახელმწიფო მედიისა და სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გვეუბნება, რომ „ტელეგრამი“ პრობლემაა, რადგან ხალხს შეუძლია სხვა სოციალური ქსელებიდან აღებული კონტენტის განხილვა ტელეგრამის პირად ჯგუფებში. ეს აბსურდი გამოიყენება თვალთვალის (Chat Control) და ცენზურის გასამართლებლად“, - წერს დუროვი.