თბილისში, მასონების საიდუმლო შეკრება გაიმართა - ვინ ესწრებოდა შეხვედრას
1715847144
პარიზში საპროტესტო აქციების დროს სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საფრანგეთის პოლიციამ განაცხადა, რომ პარიზში აქციების დროს 45 ადამიანი დააკავეს, 12 ადამიანი კი დაშავდა.
მათივე ცნობით, პარიზში გამართულ აქციაზე 18 000 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო საფრანგეთის მასშტაბით აქციებში მონაწილეობა დაახლოებით 121 000-მა ადამიანმა მიიღო.
დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.
მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ უკმაყოფილო იყვნენ სამუშაო პირობებით, თუმცა როგორც „როიტერი“ წერს, ზოგიერთ დემონსტრანტს პალესტინის დროშები ჰქონდა.