პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მიესალმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმებას და მისი სწრაფი განხორციელებისკენ მოუწოდებს

მაჰმუდ აბასი

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მიესალმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევას.

როგორც სოციალურ მედიაში პალესტინის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, აბასი იმედს გამოთქვამს, რომ „ეს ძალისხმევა იქნება წინაპირობა მუდმივი პოლიტიკური გამოსავლის მისაღწევად“, რაც „დაასრულებს ისრაელის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოკუპაციას და დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე მიგვიყვანს“.

მაჰმუდ აბასი მზაობას გამოთქვამს, იმუშაოს ამ შეთანხმების წარმატების უზრუნველსაყოფად და მოუწოდებს მის დაუყოვნებლივი განხორციელებისკენ.

აღსანიშნავია, რომ მაჰმუდ აბასის უფლებამოსილება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ვრცელდება და მას კონტროლი არ აქვს ღაზის სექტორზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, რაც ყველა მძევლის გათავისუფლებას მოიცავს.