ვისგან არ შეიძლება ფულის სესხება - ეზოთერიკოსების რეკომენდაცია
1755272820
ხელისუფლების ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ, პაკისტანის ზოგიერთ ნაწილში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირსა და ნეპალში 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ათობით კი კვლავ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, პარასკევს, ოფიციალური პირების თქმით, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით სულ მცირე 189 ადამიანი, მათ შორის, 12 ბავშვი დაიღუპა. ამასთან, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, სამაშველო სამუშაოების დროს, ვერტმფრენი ჩამოვარდნას ეკიპაჟის 5 წევრი ემსხვერპლა.
Reuters-ის ცნობით, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, პარასკევს, ინდუისტური მომლოცველობის ადგილას, ჩაშოტიში, სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.