თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ იშაყ დარმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი და განაგრძონ მუშაობა დიპლომატიურ გადაწყვეტაზე.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დიალოგი და დიპლომატია რჩება გამოწვევებთან გამკლავებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის ერთადერთ ქმედით საშუალებად.
მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოთხშაბათს საღამოს დასრულდება.
თეირანს საჯაროდ არ დაუდასტურებია, რომ ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრებზე წარმომადგენლებს გაგზავნის, თუმცა, საკითხში ჩახედული პირების თანახმად, რეგიონულ შუამავლებს მიანიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მომლაპარაკებლებს მიავლენს.