ორმაგი მკვლელობა ჰოლივუდში - ცნობილი ამერიკელი რეჟისორის შვილს, მშობლების მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს

მკვლელობა ჰოლივუდში

ლოს ანჯელესში ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის, რობ რაინერის შვილს, ნიკ რაინერს რეჟისორისა და მისი ცოლის, მიშელის მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის პატიმრების ცენტრის ჩანაწერების თანახმად, ნიკ რაინერს წინასწარი პატიმრობა და 4 მილიონი დოლარის ღირებულების გირაო აქვს შეფარდებული.

რობ რაინერისა და მისი ცოლის ცხედრები 14 დეკემბერს საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვლილებს ყელი ჰქონდათ გამოჭრილი.

როგორც მედიაში აღნიშნავენ, ნიკ რაინერი წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულების გამო რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობდა.