ორბანი პუტინს სტუმრობს, ნავროცკი - ორბანს, ქაოსია უიტკოფის გეგმასთან დაკავშირებით, კიევში პოლიტიკური კრიზისია, ფატალური კომბინაციაა - დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან გადადგომას და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის ვიქტორ ორბანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ორბანი პუტინს სტუმრობს, ნავროცკი – ორბანს. ქაოსია უიტკოფის გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, კიევში კი პოლიტიკური კრიზისია. ფატალური კომბინაციაა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.