1765919119
ორბანი ევროკავშირს ქრისტიანული ცივილიზაციის დევნასა და მასობრივი მიგრაციის წახალისებაში ადანაშაულებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გაერთიანებაში ქრისტიანული ცივილიზაცია იდევნება, ხოლო მასობრივი მიგრაცია მისასალმებელია.
მისი თქმით, ამ საშიში ტენდენციის იგნორირება დაუშვებელია, მით უფრო, რომ ამაზე უკვე ვაშინგტონიც მიუთითებს.
„ევროპა თვალსა და ხელს შუა იცვლება. ქრისტიანული ცივილიზაცია იდევნება. მასობრივი მიგრაცია მისასალმებელია. დემოგრაფიული ცვლილებები კი პროგრესად აღიქმება. ჩვენ ამის შესახებ დიდი ხნის წინ ვაფრთხილებდით. ახლა სიტუაციას ჩვენნაირად ხედავს ვაშინგტონი. ფაქტები უდავოა. მათი იგნორირება აღარ შეიძლება“, - განაცხადა ორბანმა.










