ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში, ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს - ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში გახდება ცნობილი, დადგება თუ არა მშვიდობა უკრაინაში.

„ტოდ სტარნესის შოუში“ წამყვანის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევას შეძლებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხი ორი კვირის შემდეგ ეცოდინება.

„ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს. მალე გავიგებთ”,- განაცხადა ტრამპმა.