წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1781550252
ნორვეგიის კრონპრინცესა მეტე-მარიტის 29 წლის ვაჟი, მარიუს ბორგ ჰოიბი, სასამართლომ 2 ეპიზოდში გაუპატიურების მუხლით დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოსლოს საოლქო სასამართლოს 250-ე დარბაზის სამმა მოსამართლემ ის გაუპატიურების სხვა 2 ეპიზოდში გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო მრავალ სხვა სამართალდარღვევაში, რომლებშიც ბრალი ედებოდა.
ჰოიბი ვერდიქტის გამოცხადებისას სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა, ის სხდომას ვიდეოკავშირის საშუალებით ჩაერთო.
პროკურატურა ჰოიბისთვის 7 წლითა და 7 თვით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მისმა ადვოკატებმა კი სასჯელის უფრო მსუბუქი ვადის, 18 თვის განსაზღვრა მოითხოვეს.