1766244815
ნიუ ჯერსის შტატში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა - არიან დაშავებულები
სარკინიგზო კატასტროფა მოხდა ნიუ ჯერსის შტატში. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ მონტკლერში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა. ინციდენტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მომხდარს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.












