ჭყონია აძლევს ყველა ოპო არხს [ფულს] რომ ფეხზე იდგნენ. დღემდე აფინანსებს გადაცემებს - ნანა ჟორჟოლიანი
1766904505
ნიუ-იორკის პოლიციამ 10 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც მათ გრინჩის - შობის გამტაცებლის დაჭერაში დაეხმარებათ.
CBS-ის ცნობით, სახუმარო განცხადება პოლიციის ოფიციალურ სოციალურ ქსელში გამოჩნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 24 დეკემბერს, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, გრინჩმა კარგი გოგოებისა და ბიჭებისთვის განკუთვნილი სათამაშოები და საჩუქრები მოიპარა, რომლებიც ნაძვის ხეების ქვეშ ელაგა. პოლიციამ აღნიშნა, რომ ძარცვა ვიდეოზეა დაფიქსირებული.