1730457694
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის ყველა საქმეზე დამნაშავედ ცნო
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ.
ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ვერდიქტის გამოსატანად ნაფიცი მსაჯულების მხრიდან ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო საჭირო.
მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს. ამ გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.
დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.