1766497440
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან სარკინიგზო კავშირი მოიპოვა, რაც აქამდე მიუწვდომელი იყო
სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან სარკინიგზო კავშირი მოიპოვა, რაც აქამდე მიუწვდომელი იყო, – როგორც სომხური მედია წერს, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, შევაფასოთ მომხდარის მასშტაბები. მინდა, ვაჩვენო, რომ მშვიდობა რეალობაა და ამ რეალობას კონკრეტული გამოვლინებები აქვს“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ფაშინიანი იმედს გამოთქვამს, რომ მალე საქონელი სომხეთიდან აზერბაიჯანში გავა.
როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთიდან, შემდეგ კი რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე აკრძალვა მოიხსნა და სომხეთიდან საპირისპირო მიმართულებით (საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტი) მატარებლების მოძრაობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.











