ნიგერიაში, მაღაროში გაზის აფეთქებას 38 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერია

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, ტყვიის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხშაბათს დილით 38 მაღაროელი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით AFP ავრცელებს.

„დადასტურებულია 38 ადამიანის გარდაცვალება, ხოლო 27 პირი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - განუცხადა AFP-ს ადგილობრივმა ლიდერმა, ალიუ ადამუ იდრისმა.

პლატოს შტატი ქვეყნის სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ისტორიული ცენტრია, თუმცა ბოლო წლებში ამ დარგმა მკვეთრი დაღმასვლა განიცადა. ამ რეგიონის დედაქალაქი, ჯოსი, ცნობილია როგორც „კალის ქალაქი“, რაც შტატის სამთო წარსულზე მიანიშნებს; თუმცა, ამჟამად იქ ძირითადად მხოლოდ მცირე ზომის, უნებართვო კუსტარული მაღაროებიღა ფუნქციონირებს.