წყალი 20 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764098731
ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი სოციალურ ქსელ „იქსზე“ ამბების გამოქვეყნებას წყვეტს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ სურს ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.
„პლატფორმა აღარ შეესაბამება ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, როგორ გვსურს ახალი ამბების გავრცელება სოციალურ მედიაში. „იქსზე“ სიძულვილით სავსე პოსტებისა და დეზინფორმაციის რაოდენობა შეუზღუდავია, მათ შორის, ჩვენივე შეტყობინებების ქვეშ, რითაც უნებლიედ ხელს ვუწყობთ მათ გავრცელებას“, -ნათქვამია განცხადებაში.