ნიდერლანდების პოლიციამ ამსტერდამსა და უტრეხტში პროპალესტინური სტუდენტური აქციები ძალის გამოყენებით დაშალა, დაკავებულია სულ მცირე 32 ადამიანი

ნიდერლამდები

ნიდერლანდების პოლიციამ ამსტერდამსა და უტრეხტში პროპალესტინურ სტუდენტურ აქციებზე სულ მცირე 32 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ამსტერდამში მომიტინგეები პოლიციას თავს დაესხნენ, გამოიყენეს ცეცხლმაქრები - პოლიციამ დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალა.

სამართალდამცველებმა ნიჩბებით დაანგრიეს ბარიკადები, რომლებიც სხვადასხვა ნივთების, მათ შორის საოფისე ავეჯის, კიბეებისა და ქვების გამოყენებით იყო აგებული.