1757269592
ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინა მზად არის, ფრონტის ხაზი გაყინოს, თუ უსაფრთხოების გარანტიები იქნება უზრუნველყოფილი

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მზად არის, რუსეთთან ომი ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ გაყინოს, თუ მას უსაფრთხოების სანდო გარანტიებს მისცემენ.
„უკრაინამ დაამტკიცა და აჩვენა, რომ მზადაა შეთანხმებისთვის. ისინი თანახმა არიან ფრონტის ხაზის გაყინვაზე, თუ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებენ. ვფიქრობ, შეთანხმების ჩარჩო არსებობს და ახლა უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მოხდება“, - აღნიშნა მეთიუ უიტაკერმა.
ელჩმა დასძინა, რომ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების და თავდაცვის შესაძლებლობის მიწოდებაა.
მისი თქმით, ამ გარანტიების უზრუნველსაყოფად უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების ყოფნა მნიშვნელოვანია.