წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან ხანგრძლივი სამხედრო კონფრონტაციისთვის მზად უნდა იყოს.
როგორც რუტემ რუმინეთში სამხედრო მრეწველობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთი ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ემზადება. „შესაბამისად, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა მან.
გენერალური მდივნის თქმით, ევროპაში რუსეთი დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალაა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც ის ევროკავშირისთვის საფრთხედ დარჩება, რის გამოც ნატოს სამხედრო შესაძლებლობების, აღჭურვილობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მობილიზება სჭირდება.