მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბუმბული 9 გრამს იწონის და თითქმის 30 000 დოლარი ღირს

ბუმბული

გადაშენებული ჰუიას იშვიათი და კარგად შემონახული ბუმბული აუქციონზე 46 000 ახალზელანდიურ დოლარად (28 365 აშშ დოლარი) გაიყიდა, რამაც ის ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბუმბულად აქცია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ახალი ზელანდიის ენდემური ფრინველი  XX საუკუნის დასაწყისიდან გადაშენდა. კუნძულზე ევროპელების ჩასვლისას ფრინველის ბუმბული უკვე იშვიათი იყო და კოლექციონერებისა და მოდის ვაჭრების სამიზნე გახდა, რამაც საბოლოოდ მისი გადაშენება გამოიწვია. კოლექციონერებს შორის ფრინველის ბუმბული დღემდე ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბუმბული ჰუია ფრინველისგანაა. თავდაპირველად აუქციონზე 3 000 დოლარამდე ფასის მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა გასულ წელს ხელუხლებელი ბუმბული 28 365 დოლარად გაიყიდა, რითაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბუმბულის ახალი რეკორდი დაამყარა.

„ჰუია ძალიან საკულტო ფრინველია და ბევრი ადამიანი რაღაცნაირად ნამდვილად იცნობს ამ ფრინველს“, - განუცხადა The Guardian-ს ვები აუქციონის სახლის დეკორატიული ხელოვნების ხელმძღვანელმა. „

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბუმბული მხოლოდ 9 გრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ღირებულება ოქროში მის წონაზე რამდენჯერმე მეტია.