1769028379
ნატო-ს წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მიიღოს სუვერენიტეტი გრენლანდიაზე არსებული ამერიკულ ბაზების ტერიტორიაზე - „ნიუ იორკ თაიმსი“
ნატო-ს წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა მიიღოს სუვერენიტეტი გრენლანდიაზე არსებული ამერიკულ ბაზების ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც შეხვედრებში მონაწილეობდა კონცეფცია კვიპროსზე დიდი ბრიტანეთის ბაზებს შეადარა, რომლებიც ბრიტანულ ტერიტორიად ითვლება.
გამოცემას კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული იდეა შემუშავებულია კვიპროსზე არსებული ბრიტანული ბაზების მიხედვით.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუტემ არ გაასაჯაროვა შესაძლო შეთანხმების დეტალები, თუმცა მისმა პრესსპიკერმა ელისონ გარტმა განაცხადა, რომ რუტეს „არ შეუთავაზებია არანაირი კომპრომისი სუვერენიტეტთან დაკავშირებით დავოსში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას“.
ცნობისთვის, ამჟამად გრენლადიაზე არსებული ამერიკული ბაზების ტერიტორიაზე დანიის სუვერენიტეტი ვრცელდება.












