1768848716
NATO გააგრძელებს თანამშრომლობას დანიასთან და გრენლანდიასთან არქტიკული რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე - მარკ რუტე
ნატო გააგრძელებს თანამშრომლობას დანიასთან და გრენლანდიასთან არქტიკული რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ალიანსის მდივანის კომენტარი დანიის თავდაცვის მინისტრთან და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მოჰყვა.
„ჩვენ განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია არქტიკა, მათ შორის გრენლანდია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის და როგორ ზრდის (დანია) ინვესტიციებს ძირითად შესაძლებლობებში. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, როგორც მოკავშირეები, ამ მნიშვნელოვან საკითხებზე“, – წერს რუტე.












