ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი უკრაინის მიერ შეთავაზებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას დათანხმდება - „ნიუ იორკ თაიმსი“

ომი უკრაინაში

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი უკრაინის მიერ შეთავაზებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას დათანხმდება, – ამის შესახებ The New York Times-ის სტატიაშია ნათქვამი.

გამოცემის ცნობით, ვლადიმერ პუტინი  ბრძოლის ველზე თავისი არმიის „წარმატებებით“ გამხნევებულია და განახლებული სამშვიდობო გეგმის ზოგიერთი პუნქტი შეიძლება მისთვის მიუღებელი იყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პუტინი მუდმივად ამტკიცებდა ორ ძირითად საკითხს: უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის დარჩენილი რეგიონებიდან და NATO-ში გაწევრიანება უნდა გამოირიცხოს. უფრო მეტიც, კრემლის ლიდერმა ეს პოზიცია 19 დეკემბერს თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

The New York Times-ის ცნობით,  უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ როგორც რუსეთის ეკონომიკას, ასევე რუსეთის არმიას ძვირი დაუჯდა. როგორც გამოცემა წერს, კრემლი კვლავ თვლის, რომ ომის გაგრძელებით მეტის მიღება შეუძლია.

„რუსეთის ეკონომიკა 2022 წლიდან ყველაზე სუსტ წერტილშია. სანქციების მიუხედავად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ შორს არის ეკონომიკური კრიზისისგან, რომელიც კრემლს კურსის შეცვლას აიძულებს.

ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ მოსკოვის მთავარი მიზანია შეერთებულ შტატებთან სამუშაო ურთიერთობების აღდგენა და უკრაინაში შეჭრაზე სრული პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. გარდა ამისა, რუსეთი დაინტერესებულია შეერთებული შტატების მხრიდან დამატებითი სანქციების ან სხვა ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნით“, – წერს გამოცემა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისა და აშშ-ის მიერ ერთობლივად შემუშავებული სამშვიდობო გეგმის ოცი პუნქტი წარადგინა.