მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - „ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს“  

ტყუპები

სიამის ტყუპები, ები და ბრიტანი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ დებად ითვლებიან. ტყუპების ცხოვრებაში სიახლეა. ერთ-ერთი ტყუპისცალი, ები დაქორწინდა. ის 2021 წელს დაქორწინდა, თუმცა საზოგადოებამ ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო. 

დაბადების დროს, მშობლებმა ოპერაციის ჩატარებაზე უარი თქვეს, რადგან მათი გადარჩენის შანსი მცირე იყო. ტყუპებმა 16 წლის ასაკში მართვის მოწმობის გამოცდა ჩააბარეს. ასევე ჩააბარეს კოლეჯში და ევროპაშიც ერთად იმოგზაურეს. 

ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს, ბრეტანი კი მარცხენა მხარეს. 

ისინი საზოგადოებამ პირველად 1996 წელს, „ოპრა უინფრის შოუდან“ გაიცნო. ამჟამად ტყუოები მინესოტას ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობენ.