მსოფლიოში ყველაზე მაღალი „ჩანჩქერი“, რომელიც წყალქვეშაა

ჩანჩქერი

ხმელეთზე ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ვენესუელაში მდებარე ანხელია, თუმცა გაირკვა, რომ არსებობს კიდევ ერთი ადგილი, სადაც ნაკადი უფრო დიდი სიმაღლიდან ეშვება და ის არატიპური ჩანჩქერია, რომელიც წყალქვეშაა.

წყალქვეშა ჩანჩქერი  3.5 კილომეტრი სიმაღლისაა, სიგანე კი 160 კილომეტრს შეადგენს.

წყალი გრენლანდიის ზღვიდან ირმინგერის ზღვაში ჩაედინება, რა დროსაც მისი მოცულობა წამში დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრია.

ოკეანოგრაფების ცნობით, ჩანჩქერი გრენლანდიასა და ისლანდიას შორისაა. ის ოკეანის ზედაპირის ქვეშაა განლაგებული და მეცნიერებმა 1989 წელს აღმოაჩინეს.