1772812259
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ორი არმია, მსოფლიოში უდიდესი ტერორისტული სახელმწიფოს თავზე საჰაერო სივრცეს აკონტროლებს - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, შეერთებულ შტატებთან "ისტორიული თანამშრომლობის" ფარგლებში, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80% განადგურდა, რითაც მიღწეულია "თითქმის სრული საჰაერო უპირატესობა ირანის ცაზე". ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.
"ეს ნამდვილად ისტორიული თანამშრომლობაა. აშშ და IDF-ი, მსოფლიოში ორი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა, მსოფლიოში უდიდესი ტერორისტული სახელმწიფოს ცას აკონტროლებენ", - განაცხადა ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა ოპერაცია "ლომის ღრიალის" ფარგლებში, აშშ-ისრაელის თანამშრომლობაზე საუბრისას.
"ჩვენ გავანეიტრალეთ და გავანადგურეთ ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების 60%-ზე მეტი, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, რამაც შეამცირა ფრონტის ზურგში მიყენებული ზიანი და გადაარჩინა არაერთი სიცოცხლე. ეს განგრძობადი სამუშაოა. თუმცა, ხაზს ვუსვამ: საფრთხე ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი. ყველა რაკეტა სასიკვდილოა და საფრთხეს წარმოადგენს", - დასძინა მან.
"ჩვენ ვიბრძვით საერთო ინტერესებისა და ღირებულებების საფუძველზე. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით. ისინი ნამდვილი მეგობრები არიან“, - განაცხადა ზამირმა.











