მოლდოვაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა

დრონი

მოლდოვის შტეფან-ვოდეს რაიონში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტყობინება ინციდენტის შესახებ პოლიციაში დაახლოებით 13:20 საათზე შევიდა.

წინასწარი მონაცემებით, ადგილზე საბრძოლო დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების სპეციალისტები გაემგზავრნენ.

5 აგვისტოს მოლდოვის კაგულის რაიონის სოფელ ვალენის სიახლოვეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატის, „გერან-2-ის“ ნამსხვრევები აღმოაჩინეს.