„ცხენის წელი მოდის და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ყველაფერი მასზე“ – გოგა მანიას რჩევები
1760638561
მოხუცმა სუპერმარკეტი გაძარცვა, რათა ციხეში შესულიყო და პატიმარი შვილიშვილი დახმარებოდა. იგი სუპერმარკეტში შეიარაღებული შევიდა და მოთმინებით ელოდებოდა დაპატიმრებას. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„ის სასოწარკვეთილი იყო: ფული არ აინტერესებდა, უბრალოდ ციხეში შესვლა, შვილიშვილის ნახვა და სულ მცირე, მასთან ერთად გასეირნება სურდა“, - განაცხადა მამაკაცის ადვოკატმა.
იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცს „სუფთა წარსული“ ჰქონდა, იგი მკაცრად არ გაასამართლეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ კაცი სასოწარკვეთით მოქმედებდა და ამისთვის ასეთი მაღალი ფასი არ უნდა გადაეხადა.
სამოცი წლის მამაკაცს მოუწევს ძარცვის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდა, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და სავაჭრო ცენტრში მის მიერ გაძარცული ადგილების მონახულებისგან თავის შეკავება. მას ასევე შეუნარჩუნდება შვილიშვილის ნახვის უფლება კანონიერად.