როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
1775592091
უდიდესი თავმდაბლობით, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, თავიანთ მოკავშირეებთან ერთად, შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველგან, მათ შორის ლიბანსა და სხვაგან - გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.
„გულთბილად მივესალმები ამ გონივრულ ჟესტს და დიდ მადლიერებას გამოვხატავ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ. მათ დელეგაციებს კი პარასკევს, 2026 წლის 10 აპრილს, ისლამაბადში ვიწვევ, რათა გაგრძელდეს მოლაპარაკებები ყველა დავის მოსაგვარებლად საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.
ორივე მხარემ გამოიჩინა საოცარი სიბრძნე და ურთიერთგაგება და კონსტრუქციულად იყო ჩართული მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „ისლამაბადის მოლაპარაკებები“ წარმატებით დასრულდება და მივაღწევთ მდგრად მშვიდობას. უახლოეს დღეებში კი კიდევ უფრო მეტი სასიხარულო ამბის გაზიარების იმედი გვაქვს!“ - აღნიშნა მან.
With the greatest humility, I am pleased to announce that the Islamic Republic of Iran and the United States of America, along with their allies, have agreed to an immediate ceasefire everywhere including Lebanon and elsewhere, EFFECTIVE IMMEDIATELY.
— Shehbaz Sharif (@CMShehbaz) April 7, 2026
I warmly welcome the…